16:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 14:37:07, 996 ნახვა

საზოგადოება
მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან,  გივი კუბლაშვილთან  და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად,  მინდელის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო.

დავით ნარმანია ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და  შენობის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობაზე ესაუბრა. 

,,ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ქალაქში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კორპუსის გამაგრების თხოვნა მოსახლეობისგან ჩვენ გასულ წელს  მივიღეთ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები შემოდგომაზე დავიწყეთ. ამ და კიდევ სხვა 30-ზე მეტ მკვეთრად ავარიულ კორპუსს წლის განმავლობაში გავამაგრებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და პირობებს“,- განაცხადა თბილისის მერმა.

ვაკის რაიონში, მინდელის №1-ში, მე-3 ხარისხის დაზიანების საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს. გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებული 17-სართულიანი კორპუსის სექცია გადახრილია 24 სანტიმეტრით და ნაგებობას გააჩნია საძირკვლის ჯდენები. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 306 ხიმინჯის მოწყობა.

ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 600 000 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს.

გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად კიდევ 9 ავარიულ სახლს უტარდება.  მიმდინარე წელს ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერებისთვის 22 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით 30 ავარიულ კორპუსს გაამაგრებს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics