15:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 14:32:13, 1155 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში კიდევ სამი სპორტული მოედნის აღდგენა-რეკონსტრუქცია დასრულდა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია  ც. დადიანის ქ. N148-ში, გურამიშვილის გამზ. N12-ის მიმდებარედ და თოდრიას ქუჩაზე არსებულ მოედნებს ჩაუტარდა. 

 მათივე ინფორმაციით, განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ, ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად დაათვალიერა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედნებზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით. 

ცნობისთვის, 2016 წლის განმავლობაში ნაძალადევში სულ 20 სპორტული მოედანი განახლდა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 466 900 ლარი გამოყო. 2017 წლის ბიუჯეტში კი მსგავსი სამუშაოებისთვის 404 550 ლარია გათვალისწინებული. 
გამგეობა ორი ახალი სტადიონის მშენებლობას და ათამდე სპორტული მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics