|
2017-02-09 12:13:53, 1220 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მესამე სექტორთან კონსულტაციებს გადის
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მესამე სექტორის წარმოამდგენლებს ხვდება. შეხვედრაზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში ახალი სააგენტო იქმნება. მოსმენების ე.წ. გასაღები სწორედ ამ სააგენტოს ხელში იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირღვევა, რომლის მიხედვითაც გასაღები არ უნდა ჰქონდეს ორგანოს, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია აქვს. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე არიან. უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)