2017-02-09 10:39:39, 2385 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4კაციანი ჯგუფი- ზურაბ ლექვინაძე, ნოე ჯიმშელეიშვილი, მამუკა საღარეიშვილი და ზაზა ჭეიშვილი, მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდნენ და ე.წ. მანოკის გამოყენებით ნადირობდნენ.
სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ.
უწყების ცნობით, შესაბამისი აქტი შედგა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის ორგანოებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან