15:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 09:29:57, 1091 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მაუწყებელზე: ათეულ მილიონს ვიხდით და არასაინტერესო პროდუქტის მიღებას ვერ შევეგუებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება, არასაინტერესო პროდუქტის მიღებას ვერ შეეგუებიან. პრემიერი საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ  პროცესებს მიესალმება:

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადეობამ იცოდეს, მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყბელი. ასევე მინდა, ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, საინტერესო. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევეზია.
ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაყწებულ პროცესს, პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომის ჭიდილი. დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც იხდის ამის საფასურს.
მინდა, წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ იმ პროდუქტს და ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება თამაედროვე, ძალიან საინტერესო და მას დაეკისრტება ძალიან დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics