17:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 19:05:27, 1555 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: ქართველ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ ამ მთავრობის ხელში - არცერთი დაპირება არ შესრულდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა საზოგადოებას მიმართა და „მთავრობის ხელში გამძლეობა“ უსურვა.

როგორც ინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობამ არცერთი დაპირება არ შეასრულა. 

"მინდა კიდევ ერთხელ ამ დარბაზიდან ქართველ ხალხს მივმართო და ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა ამ მთავრობის და ხელისუფლების ხელში. არც ერთი მისი დაპირება არ შესრულდა. რასაც მე ვპროგნოზირებდი, რომ ლარიზაცია არ გაამართლებს, რომ კრიზისი გამწვავდება, ეს ყველაფერი სრულდება. დღეს ჩვენ ვხედავთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები, „აზოტიდან" ხალხი გამოუშვეს, თავდაცვის სამინისტროდან ყველანაირი ახსნა განმარტებების გარეშე თანამშრომლები გაათავისუფლეს და სახელმწიფო ამბობს, მე არა ვარ შუაში. შუაში კი არა თავში ხართ. ნება იბოძეთ და მიხედეთ ქართველ ხალხს, თორემ ეს ქართველი ხალხი, ძალიან მალე, ამ თვეებში ადეკვატურად გიპასუხებთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics