15:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 17:10:39, 1152 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო

ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილისქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში,  გზის დაზიანებული საფარი მოიხსნა.  

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი ბორდიურების მოწყობა, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტისახალი საფარი.

სამუშაოები, დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,  მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა 7000 კვ.მ-ზე განახორციელებს, აპრილში  დასრულდება.

„ჩუღურეთის რაიონში ინტენსიურად დავიწყეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, კეთდება გზები, ტროტუარები, წესრიგდება ინფრასტრუქტურა. სხვა გამგეობებშიც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვხვდებით მოსახლეობას, მათთან ერთად ვიხილავთ საკითხებს, რომელიც მათ აწუხებთ, ასევე, ვაცნობთ ინფორმაციას დაგეგმილი პროექტების შესახებ და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ მათთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩუბინაშვილის ქუჩის გარდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ქვალონისა და ლებარდეს ქუჩებზე.

2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 ში და ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics