|
2017-02-07 17:19:38, 971 ნახვა
საზოგადოება
დავით ზალკალიანი კატარში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, 5 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის (Qatar Science &Technology Park) აღმასრულებელ დირექტორთან მაჰერ ჰაქიმთან (Maher Hakim) და კატარის განვითარების ფონდის (Qatar Development Fund) გენერალურ დირექტორთან ხალიფა ბინ ჯასიმ ალ კუვარისთან (Khalifa bin Jassim Al Kuwari). უწყების ცნობით, კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკში გამართული შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კატარის მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები. განხილულ იქნა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პროექტები და ამ პროექტებში კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ჩართულობის შესაძლებლობა. აღინიშნა ამ მიმართულებით მომუშავე კატარელი და ქართველო ექსპერტების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა. კატარის განვითარების ფონდში შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფონდის გენერალურ დირექტორს 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარი წყალდიდობის მიერ დაზარალებულთა ფონდში გაწეული ფინანსური დახმარებისათვის. შეხვედრის ფარგლებში კატარის მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტებისა და საქართველოში განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ. კატარის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს დელეგაციას გააცნო ფონდის საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროექტები (უმეტესად, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით). შეხვედრებისას, კატარის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა შეხვედრები თავდაცვის საკითხებში კატარის სახელმწიფო მინისტრთან ხალიდ ბინ მუჰამად ალ-ატიასთან (Khalid bin Mohamed Al Attiyah) და კატარის საზოგადოებრივი უსაფრთოხების გენერალურ დირექტორთან, გენერალ საად ბინ ჯასიმ ალ-ხულაიფისთან (Saad Bin Jassim Al Khulaifi is the Director General of Public Security (Chief of Police) in Qatar). კატარის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებისა და მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ. 6 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა კატარის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო-საკონსულტაციო კომპანია „ასტადის" (ASTAD) აღმასრულებელ დირექტორთან ალი ალ ხალიფასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო კატარული კომპანიის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და ურბანულ პროექტებს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და კომპანია „ასტად"-თან შესაძლო თანამშრომლობის გზებს. 7 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა კატარის სატელეკომუნიკაციო კომპანიის Ooredoo-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, შეიხ საუდ ბინ ნასერ ალ თანისთან (Sheikh Saud Bin Nasser Al Thani) და კატარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ბინ მუჰამედ ალ თანისთან (Sheikh Khalifa Bin Jassim Bin Mohammed Al Thani). შეხვედრებისას საქართველოს დელეგაციამ კატარის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)