13:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 13:24:21, 1002 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა მუშებმა საპროტესტო მსვლელობთ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს

„რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები და საქართველოს პროფესიული კავშირის წევრები თავისუფლების მოედანზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალთან საპროტესტო აქციას მართავენ.

გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღდგენას და შრომითი კონტრაქტების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს მიმართეს და დახმარება სთხოვეს.

 „ბანკების დიქტატურას და იმ ნეოლიბერალურ, ველურ კაპიტალიზმს არ ყოფნის ეს კომპენსაცია, იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვისაც აქ ხედავთ, არიან ბანკის ტყვეები. მათ აქვთ კრედიტები, ისინი თავისი ხელფასით, თავისი შრომით ემსახურებოდნენ ამ კრედიტებს, ხვალ შანსი აღარ აქვთ, რომ ეს გადასახადი გადაიხადონ, ამიტომ მათ მოუწევთ საცხოვრებლის გაყიდვა, ან ბანკი გაუყიდით. ეს არის ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის 90%-ის პრობლემა. ეს უნდა დასრულდეს საქართველოში. კაბალურია ის პირობები, რომელიც დასაქმებულ ადამიანებს საქართველოში აქვთ“, - განაცხადა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია ვარდების მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს. მსვლელობისას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობა გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics