12:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 14:01:32, 1322 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის  რაიონში  მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სპორტულ კომპლექსში კრივის არენა,  საჭიდაო მოედანი,  დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის  საცურაო აუზები განთავსდება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

"თემქის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, ასევე რინგს და სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებს. კომპლექსს ექნება კაფე, ღია ტერასა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპლექსის რეაბილიტაცია სპორტული,  დასვენების თვალსაზრისით და ჯასაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მერიის ცნობით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს ,,ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების  ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება. ამ დრომდე ნაძალადევის  რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს.

თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერეს.

ფოტო რეპორტაჟი

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics