11:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 16:08:26, 893 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი და სებასტიან კურცი შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე,  ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ   მინისტრი სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში, ავსტრიული მხარის მიერ დაფინანსებული, „ნაღმით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის პროექტის“ მონაწილე დევნილსაც ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  სებასტიან კურცი არის  გავლენიანი ფიგურა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანია  ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და  ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში.  მნიშვნელოვანია,  რომ თავისი თვალით ნახა მავთულხლართები.   სებასტიან კურცი ამ ჩასახლებაში შეხვდა ნაღმით დაზარალებულ ადამიანებს,  რომლებსაც დაეხმარა ავსტრიის რესპუბლიკა. ამ ადამიანებს  გაეწიათ არა მხოლოდ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, არამედ მოხდა მათი პროფესიული გადამზადება და მცირე ბიზნესის დაფინანსება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics