|
2015-03-31 12:16:54, 467 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი: 2014 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2013 წელთან შედარებით, 1,1%-ით გაიზარდა
2014 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2013 წელთან შედარებით 1,1 პროცენტით გაიზარდა და 49 087 შეადგინა. ინფამსორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვალების რიცხოვნობის მატება აისახა გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივ სტუქტურაში. მატება დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. კლება განიცადა ქალების 65-69 წლის და 75 წლის ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფებმა, ხოლო მამაკაცებში – 60-69 და 75-79 წლის ასაკობრივმა ჯგუფებმა. ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2014 წელს 9,5 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1,6 პუნქტით ნაკლებია. რაც შეეხება ბუნებრივ მატებას, საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 23,8 პროცენტით მოიმატა და 11 548 შეადგინა 2014 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)