09:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 12:37:30, 1154 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.

ექიმის ცისანა შარტავას  განცხადებით, პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება რამდენიმე დღის წინ ტემპერატურის აწევამ დააჩქარა.

„პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ჩივილები არ აქვს, თუმცა სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თქვენ იცით დეკემბერში განვითარებული მოვლენები. ამ ფონზე, გამოიკვეთა ნაღველ-კენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება, თუმცა, სპეციალისტების დახმარებით მკურნალობა წავიდა რემისიაში. სამი დღის წინ იყო ეპიზოდი ხანმოკლე ტემპერატურის რეაქციის, მაგრამ, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია ანთების შემდგომი გართულება. ამიტომ, სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, ბერლინში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ“, - განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ჯერ ჯერობით უცნობია როდის დაბრუნდება პატრიარქი საქართველოში. 

ცნობისთვის, პატრიარქი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics