13:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 18:51:48, 457 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: დღეს პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ლიდერი და არა ერთადერთი

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი,  კახა კალაძე თავის ვიდეოდიალოგში ინტერნეტმომხმარებლის კითხვებს პასუხობს. 
ერთ-ერთი კითხვა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა.
კალაძის თქმით, პრეზიდენტის პოსტის მიმართ დღეს საქართველოში  სხვა რეალობაა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებმა განაპირობა.
"რაც შეეხება საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებას, მიმაჩნია, რომ მედიაში, მოსახლეობაში ზედმეტად აღიქვამენ ამას პრობლემის ჭრილში,  რისი საბაბიც სავარაუდოდ გახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული სინანული პრეზიდენტის რომელიღაც გადაწყვეტილების გამო. არადა რეალურად ჩვენი კონსტიტუციის გათვალისწინებით, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, გვაქვს ამ ჩარჩოში საპრეზიდენტო ინსტიტუტი.სხვათაშორის ბევრი ცვლილება "ნაციონალების" მიერ იქნა შეტანილი, ვინაიდან მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებდა პრემიერ-მინისტრობას და ეს პოსტი უკვე მათთვის ინტერესს არ წარმოადგენდა.  მათ შეცვალეს კონსტიტუცია და მოარგეს კანონი როგორც სჩვეოდათ საკუთარ ინტერესებს.შედეგად მთავრობის მეთაური ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არის პრემიერ-მინისტრი.არანაირ სენსაციას და მითუმეტეს დაპირისპრებას ობიექტური მიზეზი არ გააჩნია.ეს არის ის რეალობა პრეზიდნეტის პოსტის მიმართ, რაც დრომ მოიტანა.უჩვეულოა სხვანაირ პრეზიდენტებს შეჩვეული ქვეყნისთვის.მაგრამ დარწმუნებული ვარ,  განსაკუთრებულად გაფეტიშებული პრეზიდენტების დროც წარსულის კუთვნილება გახდა. პრეზიდენტს უნდა ვცეთ პატივი, პრეზიდენტმა უნდა წარმოაჩინოს ქვეყანა,  პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ლიდერი და არა ერთადერთი. დღეს ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს",-განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics