09:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 14:44:54, 1885 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძე: 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევას არ დავეთანხმებით

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის მომხრეა.

"ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ამაზე როგორც მმართველ გუნდში, ასევე საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობა, რომელიც საბოლოო ჯამში კონსესუსამდე უნდა მივიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება წარმატებული.  თუ არ იქნება მაჟორიტარული სისტემა, ავიღოთ, რომელიმე ქვეყნის ანალოგი, ან მიმსგავსებული ანალოგი, რომ ჩვენ არ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და შესაბამისად, ჩვენ გვქონდეს რეფორმა საკონსტიტუციო, რომლის ფარგლებში თუ იქნება გადასვლა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე, ამან შექმნას იმის გარანტიები, რომ ეს არ გამოიწვევს კრიზისს, გაურკვევლობებს. ამ შემთვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია შევთანხმდეთ ამ პრინციპზეც", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ბარიერის  დაწევას მხარს არ უჭერს:

"ჩემი მხრიდან ამაზე თანხმობა არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის ხოლმე და ამის უამრავი პრეცედენტია თანამედროვე მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ არ დავეთანხმებით 5%-იანი ბარიერის დაწევას", - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics