|
2017-01-26 14:27:44, 2494 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „პანცილიონი“ ახალ საწარმოს ხსნის
კომპანია “პანცილიონი“ ახალ საწარმოს ხსნის და გაზაფხულიდან საფრანგეთსა და ბელგიაში ავეჯის იმპორტს იწყებს. კომპანიას ერთი საწარმო უკვე აქვს, სადაც 2007 წლიდან რბილ ავეჯს და ლეიბებს, ხოლო 2016 წლიდან ყველანაირი სახის ავეჯს აწარმოებს. “გარდა იმისა, რომ კომპანია “პანცილიონს“ ავეჯი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან შემოაქვს, 2016 წლიდან მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის ავეჯიც შეიძინოს. “პანცილიონის“ სამივე ფილიალში მთავარი სივრცე დაყოფილია შოურუმებად და იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმი ცალ-ცალკეა წარმოდგენილი. პირველი საწარმო 2007 წელს გავხსენით და თავიდან მხოლოდ ლეიბების წარმოებით დავიწყეთ. სულ 2 სახეობის ლეიბის დამზადების შესაძლებლობა გვქონდა, ახლა კი საწარმოში 15-მდე სახეობის ლეიბი მზადდება და ამას გარდა, თუ მომხმარებელი მოითხოვს, შეგვიძლია არასტანდარტული მატრასებიც დავამზადოთ. 2008 წლიდან რბილი ავეჯის წარმოებაც დავიწყეთ, ხოლო 2016 წლიდან ნებისმიერი ტიპის ავეჯი შეგვიძლია დავამზადოთ - საძინებლები, სამზარეულოები, მისაღები ოთახები და ა.შ.“ - აცხადებს კომპანია “პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი მარიამ ბანცური. მისი თქმით, ადგილობრივ ნაწარმზე ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი არჩევანში შეზღუდული არ არის. “ადგილობრივ ნაწარმზე ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. მაგალითად: საძინებლის ფასი 507 ლარიდან იწყება, რბილი ავეჯის - 622 ლარიდან... საბოლოო ჯამში, ფასი მაინც იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ მოდელს, რა მასალას და ა.შ. შეარჩევს მომხმარებელი. შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების მიღებაც. ვმუშაობთ ნებისმიერ მასალაზე - ლამინირებული მერქან-ბურბუშელოვანი ფილიდან დაწყებული, მასიური ხით დამთავრებული. შეგვიძლია, ასევე, ავეჯის გარკვეული დეტალების მოოქროვება, დეკორით გაფორმება და ა.შ. ჩვენს საწარმოში დასაქმებულია ნიჭიერი ახალგაზრდა დიზაინერები, რომელთა ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს მომხმარებლებში და მერწმუნეთ, უცხოურ ნაწარმს არ ჩამოუვარდება არც ხარისხითა და არც დიზაინით.“ - აღნიშნავს მარიამ ბანცური და დასძენს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელიც იქნება ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი და კომპანიის წარმადობას მნიშვნელოვნად გაზრდის. “ახალი საწარმო სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება და იგი იქნება გაცილებით დიდი და უფრო თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი. რაც მთავარია, გაიზრდება წარმადობა და ამასთანავე შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ახალი საწარმოს გახსნა განაპირობა ჩვენს ნაწარმზე გაზრდილმა მოთხოვნამ და იმ ფაქტმა, რომ გაზაფხულიდან ჩვენი ნაწარმი იმპროტზე გაგვაქვს საფრანგეთსა და ბელგიაში.“ - აღნიშნავს მარიამ ბანცური. კომპანია “პანცილიონი“ ქართულ ბაზარზე 15 წელია არსებობს და ამ დროისთვის დედაქალაქში წარმოდგენილია სამი მაღაზიით: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
(R)
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)