03:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 16:56:19, 1025 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთის საელჩოში ავტოავარიაში უნგრეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა უნგრეთის მთავრობას, უნგრელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.

„ამ მძიმე წუთებში ჩვენ უნგრელი ხალხის გვერდით ვდგევართ და ვიზიარებთ იმ ადამიანების ღრმა მწუხარებასა და  ტკივილს, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ  მათ, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა. ჩვენი ფიქრებით ახლა ამ ოჯახებთან ვართ და მათთვის ვლოცულობთ", - აღნიშნულია მინისტრის ჩანაწერში.

21 იანვარს, იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 39 დაშავდა. ავტობუსს უნგრული სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics