07:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 15:39:09, 1346 ნახვა

პოლიტიკა
„ისინი გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, რომლებმაც კონფლიქტის ზონიდან გვამებიც კი არ გამოასვენეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას ის ოპონენტები სდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, რომლებსაც ამ კუთხით ძალიან მძიმე წარსული აქვთ.

პრემიერმა მედიასთან კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, კარგად დააკვირდნენ, რეალურად ქვეყნისთვის კარგი ვის სურს.

„ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემლობაში, როცა 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, უფრო მეტიც, რომლებმაც  გვამებიც კი არ გამოიტანეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში  და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს და რომლებმაც  კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსზე და წარსულზე, რომლებიც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობაში და ლამის მოღალატეობაში გვდებენ ბრალს და კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის და ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის, ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლაც კარგი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics