|
2017-01-24 17:54:06, 983 ნახვა
საზოგადოება
„არა ფობიას!“ მეორე არხის მიერ ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობისთვის საეთერო დროის დათმობაზე შეშფოთებას გამოხატავს
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნულ ერთობასთვის" საეთერო დროის დათმობასთან დაკავშრებით შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ „არა ფობიას!“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის მიზნების პრეზენტაციისას გადაცემაში „ბრიფინგის დრო" რასისტული, ქსენოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები გაკეთდა. საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის" წარმომადგენელმა გიორგი ჭელიძემ, ორგანიზაცია "იტალიური ნაციონალ-სოციალიზმის" პოლიტ-ეკონომიკურ იდეოლოგიის მიმდევრად წარმოადგინა და განაცხადა, რომ „სამი ეროვნული საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება შერწყმული არის პოლიტიკურ იდეოლოგიასთან - რასა, ერი, სახელმწიფო." ამავე ორგანიზაციის წევრმა თემურ ვერულიძემ კი განცხადა, რომ მოძრაობა „ შემგუებელი იქნება ყველა ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს მოქალაქის ტრადიციული, მენტალური, თუ რელიგიური მსოფლმხედველობისადმი იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეურაცხყოფენ მენტალურ ქართულ მსოფლმხედველობას." აღნიშნული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან. კერძოდ, 31-ე მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე." არხის მიერ ასევე დარღვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიც, რომლის პრეამბულა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: საზოგადობრივი ფასეულობები - "პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის შეიძლება საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს"; თანასწორობა - "არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით". მართალია, გადაცემის "ბრიფინგის დრო" ფორმატი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში, პოლიტიკური პარტიების ბრიფინგების ჩაწერასა და მონტაჟის გარეშე ეთერში განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა ვთვლით, რომ დაუშვებელია საზოგადოებრივი არხის ეთერი ნაცისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებს დაეთმოთ. მოგმართავთ, რათა შეიმუშაოთ შიდა რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ფორმატში მაუწყებელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსების ანტიდისკრიმინაციული დებულებების დაცვას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქმედითი ღონისძიებები გადადგას, რათა მისი ეთერი საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების და რასისტული ჯგუფების პლატფორმად არ იქცეს", - ნათქვამია განცახებაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)