06:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 14:39:14, 1470 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: კონსტიტუციაში უნდა გავაჩინოთ ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

თუმცა,რას იგულისხმებს განსაკუთრებული დტატუსი,ქუცნაშვილის თქმით, ეს მოლაპარაკების მსგიდასთან უნდა გადაწყდეს.

" ჩემი უმთავრესი მოსაზრებაა და რამდენიმე იურისტიც ამ მოსაზრებას იზიარებს, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ახალი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და კონსტიტუციაში გავაჩინოთ ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

განსაკუთრებული სტატუსის გზავნილის გაგზავნა ჩვენ ძმებ, აფხაზებთან და ოსებთან მიმაჩნია, რომ არის სწორი, დროული და აუცილებელი.

განსაკუთრებული სტატუსი თუ ეს გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის მისაღები იქნება, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა გადაწყდეს, თუ რას გულისხმობს ეს განსაკუთრებულობა და ამას დრო დასჭირდება.

დიდი ჩინეთიც კი იძულებული გახდა, მრავალი წლის შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონირა. ჰონკონგის სისტემას და ჩინეთის დანარჩენი სახელმწიფოს მოწყობას",-აღნიშნა ქუცნაშვილა.

ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics