|
2017-01-21 20:19:49, 1412 ნახვა
საზოგადოება
ოთარ კახიძე: სამუშაო ჯგუფში საუბარი იყო, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტმა დაიწიოს
სამუშაო ჯგუფში საუბარი იყო, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტმა დაიწიოს, - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული "საზოგადოებისთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი". ”ჩემთვის შემაშფოთებელია საკითხი, რომელიც ეხება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, იყო საუბარი, რომ აქ სტანდარტმა დაიწიოს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი, რადგან აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს ჩვენ, რაც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან კარგად აქვს განმარტებული და პრაქტიკაში ამ თავისუფლებამ კონკრეტული განზომილებები შეიძინა. ამაზე შეთანხმება ჯერჯერობით არაა და ამაზე სამუშაო ჯგუფში დისკუსია გაიმართა მხოლოდ”, - განაცხადა კახიძემ. მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთების იდეას იზიარებს. ”საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების პრეამბულაში გასაზღვრა სწორი იქნება და მე ამ იდეას ვიზიარებ. როდესაც იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ფორმულირება, ამაზე მსჯელობა შემდეგ გაგრძელდება”, - აღნიშნა კახიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)