2017-01-21 10:34:05, 2561 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის საბერძნეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული გ.ჩ., ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 58,4 მილიგრამი მეტადონის მარილის შემცველი სითხე და 8,77 გრამი კოკაინის მარილი ამოიღეს“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან