20:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 14:30:07, 960 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის ბულვარის დირექტორთან ეთერ მაჭუტაძესთან ერთად ახალი ბულვარის მთლიან პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათავლიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალ ბულვარში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების გასხვლა-გაცელვის, ნიადაგის გაფხვიერების, გაკრეჭა-დაბარვის, ფილაქნების სარეველებისაგან გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად ახალ ბულვარში მიმდინარეობს დაზიანებული ფილების აღდგენა. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

"ერთი კვირაა რაც ბულვარს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. ბულვარის ტერიტორიას უკვე დაეტყო მისი ხელი. როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეთერს. დღეს მეც მომეცა საშუალება პირადად დამერგო რამოდენიმე ხის ნერგი. ვფიქრობ ყველა ბათუმელი ჩაერთვება ამ სასიკეთო პროცესში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოუაროს ბულვარს და მაქსიმუმი გავაკეთოთ. უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი პროექტი არ დაიწყება მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმების გარეშე", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძემ და რამაზ ბოლქვაძემ მარადმწვანე მაგნოლიისა და მუხის ხის ნერგების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics