|
2017-01-17 15:17:20, 1362 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებისთვისაც ევროპული არჩევანი შეუქცევადია, მეტი უნდა იმუშაონ
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ნათლად ხედავს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ერთადერთი და შეუქცევადია, ამ იდეის პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი უნდა იმუშაოს. ამის შესახებ მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ NDI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა. კერძოდ, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. „ამ თემაზე ზოგადად კვლევების შესახებ პრეზიდენტს არაერთხელ გაუცია პასუხი და გაუმახვილებია ყურადღება. ეს შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომლისთვისაც ქვეყნის დასავლური გზა მნიშვნელოვანია და მათი სტრატეგიული მიზანი და ამოცანა გაცხადებულია. შესაბამისად, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ნათლად ხედავს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ერთადერთი და შეუქცევადია, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით, უნდა გააკეთოს უფრო მეტი, უფრო გააქტიურონ მუშაობა და მოახდინონ კონსოლიდირება ამ იდეის გარშემო“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)