|
2017-01-12 17:51:42, 1158 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: მთავარია საკუთარი პოლიტიკური პრინციპები და არა რასაც ბელადი გიბრძანებს
მთავარია საკუთარი პოლიტიკური პრინციპები და არა რასაც ბელადი გიბრძანებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის წინაშე დგას ორი ძირითადი ურთულესი ამოცანა. დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და ამ გამარჯვების შემდეგ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. მისივე თქმით, ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები. „ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ორი ძირითადი ურთულესი ამოცანა. ერთი არის დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც აქვს რწმენა, ნებისყოფა, კომპეტენცია და ცოდნა. ამ ამოცანას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური, რომ დაიცვას გარე მტრისგან, კრიმინალს თავი არ ააწევინოს, დაიცვას მოძალადისგან, მაგრამ ამავე დროს ესმის ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება უნდა იყოს მცირე ზომის, რათა თავად არ იქცეს საფრთხე ადამიანებისთვის, თავისუფალი ეკონომიკისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და არა შუშის სასახლიდან ოლიგარქ ივანიშვილის მიერ. ასეთი გუნდი ვართ ჩვენ“, - აღნიშნა ბოკერიამ.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)