17:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 17:28:05, 1021 ნახვა

საზოგადოება
„რესპუბლიკელებმა“ ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომლის ავტორებიც თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, მარიამ ავალიშვილი, მარიამ ბერიძე და თამარ ხიდაშელი არიან. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.

მათი განცხადებით, 2017 წლის 11 იანვრის მდგომარეობით, ერთი ქალია მოკლული მეუღლის მიერ, ხოლო მეორე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც ისინი განმარტავენ, ამ საკანონმდებლო წინადადების პარლამენტისთვის შეთავაზების მიზეზია ფემიციდის ანუ გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალების მკვლელობის გახშირება და ამ მოვლენის მიმართ პარლამენტისა თუ საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება. 

ცვლილების მიზანია, კანონის ძალით უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. განსაკუთებით მძიმე დანაშაულად აღიაროს ქალის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია სექსიზმით, ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით. წინადადდებაში გათვალისწინებული ცვლილებები, ასევე მოიცავს გენდერის ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას.

"რესპუბლიკური პარტიის" ინფორმაციით, 2014-2015 წლებში საქართველოში გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რიცხვმა 60-ს მიაღწია და ეს რიცხვი კვლავაც იზრდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics