|
2017-01-09 15:57:21, 1216 ნახვა
პოლიტიკა
საყვარელიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე: გაყოფა ორივე მხარისათვის წამგებიანი იქნება
„გაყოფა რა თქმა უნდა ორივე მხარისათვის წამგებიანი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, ის ეტაპი დადგა, როდესაც მათ ერთად ყოფნას წამგებიანობა ურჩევნიათ“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გაყოფის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტიისთვის საფრთხე აღარ იქნება. „ალბათ თითოეულ მხარეს დიდი ხნის გადახარშული აქვთ ეს საკითხი, რა მოხდება მომავალში. სავარაუდოა, რომ ის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს ემიჯნება, დამოუკიდებელ მოქმედებას დაიწყებს, ხოლო ის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის შენარჩუნებას ცდილობს, მისი სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას. პერსპექტივის მხრივ, არ მგონია, რომ უსააკაშვილო, ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფმა არსებითად უფრო დიდი შედეგები მიიღოს, ვიდრე იმ ჯგუფმა, რომელმაც სააკაშვილის გარეშე სცადა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობა. ცხოვრებამ უკვე გვიჩვენა, მოსახლეობას რა რეაქცია აქვს ასეთ ჯგუფებზე და ვნახეთ, რომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ვერ შეძლეს. ამ ჯგუფმა შეიძლება მეტნაკლებად უკეთესი შედეგი აჩვენოს, მაგრამ არსებითად ეს აღარ იქნება სახელისუფლო პარტიისთვის საფრთხე. ანალოგიურად ალბათ, სახელისუფლო პარტიისთვის ნაკლები საფრთხე იქნება ის გუნდიც, რომელიც სააკაშვილს დაიტოვებს ლიდერად, იმიტომ, რომ თვითონ სააკაშვილი არის ძალიან ხშირად მომხრეთა დაკარგვის მიზეზი. ასე რომ ორივე მხარისთვის გაყოფა რა თქმა უნდა წამგებიანი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს ის ეტაპი დადგა, როდესაც მხარეებს წამგებიანობა ურჩევნიათ ვიდრე ერთად ყოფნა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)