|
2016-12-28 12:58:43, 784 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი მოხეს საჯარო სკოლაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი სოფელ მოხეში პრეზიდენტის დავალებით ჩავიდა და საჯარო სკოლის მუსლიმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ორი დღეა სკოლაში საპროტესტო აქციებს მართავენ. როგორც მოსწავლეებმა სოფიო შამანიდს განუცხადეს, დირექტორის მხრიდან მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებით დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათი დისკრიმინაციაა. სოფიო შამანიდი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორსაც შეხვდა. ერთი მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა სოფიო შამანიდთან შეხვედირს შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მეორე მხრივ კი, სკოლის დირექტორმა სოფიო შამანიდს აღუთქვა, რომ მსგავს ინციდენტებს სკოლაში ადგილი აღარ ექნება. „ძალიან სასიამოვნო ტენდენცია შევნიშნე აქ, მოხიში, რომ სკოლის მოსწავლეებს შეძლებიათ საკუთარი უფლებების თავად დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მე შევხვდი ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე ჭკვიან ახალგაზრდებს. მეტიც, ისინი კონსტიტუციით მესაუბრნენ, ისინი იცნობენ საქართველოს კონსტიტუციას და იციან საკუთარი უფლებების შესახებ და შეუძლიათ კარგად დააფიქსირონ პოზიცია", - აღნიშნა სოფიო შამანიდმა შეხვედრის შემდეგ. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)