16:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 19:46:57, 1232 ნახვა

პოლიტიკა
ნინო დანელია: იქმნება სახელისუფლებო კალათა და აქ აღმოჩნდება „იმედი“, GDS, „მაესტრო“ და, შესაძლოა, „საზმაუ“

2014 წლიდან დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ მედიაგარემოს გადანაწილება ხდება და იქმნება სახელისუფლებო კალათა და აქ აღმოჩნდება იმედი, GDS, მაესტრო და, შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, - ამის შესახებ პროფესორმა ნინო დანელიამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტელევიზიებთან მიმდინარე პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და საბოლოოდ ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით გადაწყვიტეს ეს საკითხი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდა, შეინახოს მისთვის წამგებიანი GDS, რომელმაც ვერ აჩვენა რეიტინგი ბოლო პერიოდში. 

"სარედაქციო პოლიტიკა სამივე არხზე იყო ერთი და იგივე. ხანდახან უერთდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამოტოვებული იყო ის თემები, რომელებიც განსაკუთრებით კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ და მთელი რიტორიკა საინფორმაციო გამოშვების და ის სიუჟეტები, რომლებიც ხელისფლებას ეხებოდა, იყო ხოლმე ლოიალური სწორედ კოალიცია ქართული ოცნების მიმართ,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics