|
2016-12-25 18:38:57, 1286 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ხვალ მიხეილ ჯანელიძეს მოუსმენენ
მიხეილ ჯანელიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან ბოლო ორი თვის საქმიანობას შეაჯამებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან შეხვედრას გამართავს. მათივე ცნობით, მიხეილ ჯანელიძე კომიტეტის წევრებს გააცნობს ბოლო ორი თვის განმალობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე სხვა საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის შეაჯამებს ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ განხორციელებულ მაღალი დონის მნიშვნელოვან ვიზიტებს. მინისტრი პარლამენტარებს გააცნობს ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეაჯამებს ნატო-სა და ეუთოს მინისტერიალებს და იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებში საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)