|
2016-12-25 10:44:51, 1147 ნახვა
საზოგადოება
კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს
კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს. რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა გვიან ღამით ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა აღავლინა. ღვთისმსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრო. ყველაზე მასშტაბურად კათოლიკური შობა ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა. ტრადიციულად, ზეიმის ცენტრად შობის სახელობის ეკლესია იქცევა. მორწმუნე კათოლიკეების წინაშე იერუსალიმის პატრიარქი წარსდგება. კათოლიკურ შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში რამდენეიმე კათოლიკური ეკლესიაა, სადაც საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები იკრიბებიან და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრებიან. საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შემდეგ მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)