03:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 18:08:36, 1019 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკი“ პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაუყარა საფუძველი. არა ერთი სპორტული ფედერაციის და გუნდის მერე, ბანკი პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება სამთო სათხილამურო ეტლების შეძენას მოხმარდება. 

აღნიშნული ეტლებით ქართველი პარაოლიმპიელები მომავალ წელს მსოფლიო თასის და სარეიტინგო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას. რაც თავის მხრის 2018 წლის პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაში დაეხმარებათ.

"ვითიბი ბანკის" ვიცე პრეზიდენტის გიორგი ბარკალაიას განცხადებით, ეს განსაკუთრებულად საამაყო მოვლენაა

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორები გავხდით. ეს განსაკუთრებულად საამაყო მოვლენაა. ბევრ სხვა პროექტთან ერთად, ვითიბი ბანკმა მხარდაჭერა გამოუცხდა ქართველ პარაოლიმპიელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს დიდი წარმატების დასაწყისი გახდება", - აღნიშნა მან. 


(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics