|
2016-12-23 16:47:51, 974 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ექიმები დააჯილდოვა
საქართველოს მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ექიმები დააჯილდოვა. მედიკოსებთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა. დავით სერგეენკო რეგიონებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა და სოფლის ექიმებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მინისტრმა მედიცინის 100-ზე მეტ მუშაკს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობის სიგელები და მედლები გადასცა. ჯილდო რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტსაც გადაეცა. ცნობისთვის, საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)