13:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 18:00:22, 1106 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: ქამარი შემოვიჭირე, ისევე, როგორც ყველა სამინისტრომ

„რა თქმა უნდა ქამარი შემოვიჭირე ისევე როგორც ყველა სამინისტრომ“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ადმინისტრაციულ-ტექნიკური ხარჯების შემცირება იგეგმება.
 
„შიდა რესტრუქტურიზაცია უკვე განხორციელდა, კერძოდ  ერთი მოადგილე ფარავს  ნატოსა და ე.წ. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას, მეორე - ევროკავშირს და დახმარების სამსახურებს, ვფიქრობ, რომ ასე უფრო სწორია,   ხოლო მესამე მოადგილე - საზოგადოებასთან ურთიერთობას და ადმინისტრაციულ სამსახურებს. ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს ჩვენთან და იმის აუცილებლობა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვა, არ ყოფილა. შესაბამისი სამსახური უკვე ითვლის ხარჯებს. მეტი აქტივობა, მეტი საქმე და ნაკლები ხარჯები ცოტა რთული გასაკეთებელია, მაგრამ მოგვიწევს, რადგან ფეხი უნდა ავუწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების უკეთესი ცხოვრების მოწყობას. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ 10%-ით შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები“, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics