|
2016-12-22 16:53:52, 1332 ნახვა
საზოგადოება
მამა დავით ისაკაძეს და მამა თეოდორე გიგნაძეს გაფრთხილება მიეცათ
წმინდა სინოდის სხდომაზე მამა დავით ისაკაძეს და მამა თეოდორე გიგნაძეს გაფრთხილება მიეცათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განუცხადა. კერძოდ, როგორც ცნობილია, მამა დავით ისაკაძე მამა თეოდორე გიგნაძეს მწვალებელს ეძახის. ამასთან, სინოდის წევრებს პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის საკითხზე და პატრიარქის დაცვის უფროსის შესაძლო გათავისუფლებაზე არ უმსჯელიათ. შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას განცხადებით, აუცილებელია, რომ საეკლესიო სასამართლო აღდგეს. ცაავა მიიჩნევს, რომ დღეს ყურადღება უნდა გადავიდეს მთავარ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ძალაუფლებას ეხება. მიტროპოლიტმა განუსაზღვრელ ძალაუფლებაში, პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილი დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)