|
2016-12-21 15:23:31, 1077 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბანკთან ანაბრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნულ ბანკთან საინციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საფინანსო კომპანია „საქართველო“-ს მიერ მითვისებული ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული კომპანიის და უშუალოდ ეროვნული ბანკის მხრიდან 2600 ადამიანია დაზარალებული. აქციის მონაწილეები სებ-ის შენობასთან ტრასპარანტებით არიან შეკრებილი - „ძარცვა მთავრობის თვალწინ“ , „არაქმედითუნარიანი ეროვნული ბანკი“, „გაიტანეთ ანაბრები“. ისინი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ითხოვენ შეხვედრას. „ეს არ არის ეროვნული ბანკი, ეს არის ეროვნული უბედურება. ჩვენ რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება კობა გვენეტაძის სახელზე, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს, თუ დაგვჭირდა გადავკეტავთ ქუჩებს, გავმართავთ აქციას ყველა უწყებასთან, რადგან ამ პრობლემის გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ოთხი ადამიანი დავკარგეთ“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი. აქციის ორგანიზატორების თქმით, პარასკევს აქცია „რუთავი 2“-ის შენობასთან გაიმართება, შემდეგ კი, კვლავ ეროვნულ ბანკთან გაგრძელდება. შეკრებილებთან სასაუბროდ სებ-ის ოფიაციალური წარმომადგენელი ჯერ არ გასულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)