|
2016-12-20 22:22:30, 1653 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქს შესაძლოა დაცვა მოუხსნან - „არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი სინოდზე დააყენონ“
არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი [პატრიარქისთვის დაცვის მოხსნა] სინოდზე დააყენონ, - ამის შესახებ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, იოსებ ოხანშვილმა გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ის ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პატრიარქს შესაძლოა, დაცვა მოუხსნან. აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული უთანხმოება ქორეპისკოპოსის თანაშემწესა და დაცვის წევრებს შორის იყო, მაგრამ ეს ინციდენტი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და არა ფიზიკური დაპირისპირება. მისი განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, მისივე თქმით, აბსურდულია, "პატრიარქი დატოვონ დაცვის გარეშე". „მე არ გამოვრიცხავ, რომ დააყენონ ეს საკითხი სინოდზე და მისი განხილვა მოხდეს. მაგრამ ამას ერთი მხარე ვერ გადაწყვეტს. ალბათ მეც დამიძახებენ. უშუალოდ პატრიარქთან მოხდება ამის გარკვევა და ის საერთო განხილვის თემა არ იქნება და სინოდი ვერ გადაწყვეტს. ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. მე არ მგონია ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, აბსურდულად მიმაჩნია, რომ პატრიარქი დატოვონ დაცვის გარეშე,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)