00:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 11:24:11, 863 ნახვა

საზოგადოება
საკვირაო სკოლა „მზიურის" კაფეში თქვენი პატარებისთვის

ზამთარი „მზიურში" პატარებისთვის განსაკუთრებით საინტერესო  და სახალისო იქნება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „მზიურის კაფე" სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს „საკვი-რაო" იწყებს. 

პროექტი საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. 10 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს „მზიურის კაფე" 2 საათის განმავლობაში ბავშვებსა და საბავშო მწერლებს დაეთმობათ. პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ავტორებთან ერთად წაიკითხონ ზღაპრები, ჩაერთონ დისკუსიაში, მათთვის საინტერესო თემებზე  მიიღონ პასუხები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.

პირველი ასეთი  შეხვედრა „მზიურის კაფეში" 25 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება და ის მთლიანად დაეთმობა საახალწლო თემატიკას. პატარებს პროექტის მონაწილე საბავშვო მწერლები: მარიამ წიკალური, პაატა პაპავა, ვასო გულეური და ლელა ცუცქერიძე უმასპინძლებენ. მომდევნო  შეხვედრებს ბავშვებთან მწერლები პერსონალურად გაუძღვებიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 9 წლამდე წლის ასაკის ბავშვებს. საკვირაო სკოლაში დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა ვებგვერდზე -  www.tkt.ge  უკვე შესაძლებელია, (ბილეთის საფასურში შედის ლანჩი ბავშვებისთვის).  პროექტიდან  შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება  „მზიურის კაფის", როგორც სოციალური ბიზნესის განვითარებას.

„საკვი-რაო" პირველი პროექტი არ არის, რომელსაც „მზიურის პარკი" თიბისი ბანკის დახმარებით ახორციელებს.„ახალი მზიურის" პროექტის ფარგლებში,  სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტს  „საკვი-რაო"  „მზიურის კაფე"  5 მარტამდე უმასპინძლებს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics