00:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-18 15:01:26, 1079 ნახვა

საზოგადოება
„გაგვიზიარე პოზიტივი“- „Fun time“ და სტუდია „NEXT LVL“ დღეს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს

ინტერნეტ ჟურნალი „Fun time“ და სტუდია „NEXT LVL“, დღეს თბილისი მოლში, ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით #გაგვიზიარეპოზიტივი წარმოგიდგენთ.

პროექტის ფარგლებში, თბილისი მოლის მთავარ სივრცეში განთავსდება Giffer-ი - მოწყობილობა მოძრავი ფოტოების გადასაღებად, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მივიდეს და გადაიღოს Giff-ი.შემდგომში ამ Giff-ებისგან შეირჩევა ყველაზე სახალისო და პოზიტიური და „Funtime“-ს ფეისბუქის გვერდზე გაზიარდება.

საინტერესოფოტოები შეგიძლიათ გადაიღოთ „Funtime“-ს და ულამაზეს ბანერებთანაც. ღონისძიებას ჯგუფი „NEXT LVL“-ისაინტერესო ფლეშმობით დაიწყებს.

„Funtime“-ის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ჯულია ბუჩუკური: „Funtime“პოზიტივზე ორიენტირებული ინტერნეტ ჟურნალია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში უკვე ორი წელია არსებობს.

ჩვენთან თანამშრომლობს ძალიან ბევრი ცნობილი სახე, გვაქვს საინტერესო რუბრიკები... მოკლედ, ამ ხნის მანძილზე „Funtime“-მმა შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი პორტალი.

რაც შეეხება დღევანდელ აქტივობას, ეს ჩვენი მხრიდან პირველი არ არის - 2 წლის წინ, როცაპირველად გამოვჩნდით ინტერნეტ სივრცეში, პირველი ფლეშმობი სწორედ თბილისი მოლში გვქონდა. მაშინ ამაში ანსამბლი „ერისიონი“ დაგვეხმარა. პირველ ფლეშმობს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა -ჩვენი გუნდი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარა. წელს, ჩვენი აქტივობა წინასაახალწლო პერიოდს უკავშირდება. გვინდა ადამიანები კიდევ უფრო გავახალისოთ და შევუქმნათ პოზიტიური განწყობა. მოკლედ,„Funtime“-მმა როგორი პოზიტივითაც დაიწყო, ისეთივე პოზიტივით აგრძელებს მკითხველთან და არა მარტო მკითხველთან, ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობას.“

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics