22:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-18 10:33:14, 910 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 21 დეკემბრის ჩათვლით ცივი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე 21 დეკემბრის ჩათვლით ცივი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში 0 გრადუსი ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ხვალიდან 21 დეკემბრის ჩათვლით კი +2 გრადუსი სითბო  იქნება.

დასავლეთ საქართველოს ძირითად რაიონებში დღეს თოვლჭყაპს ელოდებიან. ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება.  19 დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურაც მცირედით მოიმატებს, 20 დეკემბერს კვლავ თოვლჭყაპია ნავარაუდევი, 21 დეკემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი და +4 გრადუსი სითბო იქნება.  ხოლო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

ასევე ცივ ამინდებს პროგნოზირებენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც დღეს დილის საათებში თოვლია მოსალოდნელი, ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics