|
2016-12-16 17:26:20, 914 ნახვა
საზოგადოება
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ღვინის სექტორის მართვის საკითხებზე იმსჯელეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) დაღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა სასტუმროში „მუზეუმი“ გამართულ შეხვედრაზე ღვინის სექტორის მართვის რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, ღვინის ინდუსტრიისა და ღვინის საერთაშორისო სამართლის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტმა, ჯონ ბარკერმა ღონისძიების მონაწილეებს ღვინის სექტორის მართვის მოდელი გააცნო, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე საქართველოში ღვინის სექტორში არსებული რეალობის და გამოწვევბის გათვალისწინებითშეიქმნა. „მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსა და ღვინის სექტორს შორის არსებობს ჯანსაღი კომუნიკაცია და თანმშრომლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესია ეს ურთიერთობა ინსტიტუციონალურად დაბალანსებული გახდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს ღვინის სექტორის მართვის მოდელზე მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის, ასევე მადლობას ვუხდი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას დახმარებისთვის. ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან შეთანხმებით მივიღოთ მართვის ისეთი მოდელი, სადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესები თანაბრად იქნება წარმოდგენილი და სადაც კერძო სექტორის ჩართულობა იქნება გაცილებით მეტი და აქტიური ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის შეჯერდეს და მიღებულ იქნას მართვის საუკეთესო მოდელი, რადგან ამ ინსტიტუტის სტაბილურობა ღვინის ინდუსტრიის განვითარებისა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის გარანტი უნდა იყოს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა წარმოდგენილი დოკუმენტი განიხილეს. გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც საბოლოო დოკუმენტის მომზადების დროს იქნება გათვალისწინებული. (NS)
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)