|
2016-12-16 17:17:02, 930 ნახვა
საზოგადოება
2017 წელს პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპი დაიწყება
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპი დაიწყება. როგორც ნარმნიამ აღნიშნა, აღმაშენებლის გამზირის შემდეგ პროექტი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს. „მიუხედავად შემცირებული ასიგნებებისა, ჩვენ წლის დასაწყისში ველოდებით დამატებით თანხებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით დაახლოებით 15 მლნ ლარს, რაც დაემატება ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამასა და „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის წარმატებით განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, ამასთან, პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია - პუშკინის #19 და ყავლაშვილის #5-7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 ყველაზე გამორჩეული სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებელზე ისტორიული ბაღების რეაბილიტაცია და ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე ნარიყალას ციხე-სიმაგრის მასშტაბური რესტავრაცია. „ყველას მოგეხსენებათ, რომ „ახალი ტფილისი“ გახლავთ ძალიან დიდი და მრავალმხრივი მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს დაიწყო და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით დასრულებულია! შესაბამისად, ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და პროექტის მეორე ეტაპი, სწორედ, 2017 წელს განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)