|
2016-12-15 11:48:39, 820 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი NATO -ს წევრობაა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, NATO -სთან თანამაშრომლობით, საერთაშორისო მისიებში ერთობლივი ჩართულობით გამოიხატა. „ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ეს არის თავისუფალი ხალხის არჩევანი, იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში. ბუნებრივია, რომ ამ სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება სწორედ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური მოწყობაა და მისი ამ პროცესის მუდმივი გაღრმავება. დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება და ჩვენი კულტურული ფესვები განაპირობებს იმას, რომ გეოპოლიტიკურად ჩვენი სახელმწიფო დაუკავშირდა ევროატლანტიკურ სივრცეს, ხოლო პოლიტიკური მისწრაფებები ნათლად ჩამოყალიბდა, როგორც მისწრაფება ევროკავშირისია და NATO-ს მიმართულებით. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია NATO -სთან თანამაშრომლობით გამოიხატა საერთაშორისო მისიებში ჩვენი ერთობლივი ჩართულობით, ჩვენი წვრთნისა და პარტნიორებთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების თვალსაზრისით პროგრამების განმტკიცებითა და გაღრმავებით ეს განუხრელად გრძელდება",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილი. მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი NATO -ს წევრობაა. "აქაც ლოგიკურად ვხედავთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, მაგრამ სანამ ეს მიზანი განხორციელდება ჩვენ სტრატეგიულად მიმართული ვართ იმ შესაძლებლობათა ფანჯრის ძიების მომენტისაკენ, რომელიც მოქგვცემს შესაძლებლობას გავწევრიანდეთ NATO - ში, თუმცა ამ მომენატამდე ბუნებრივია, რომ მიზნად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავება და გაძლიერება და ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ ვასუბრობთ მხოლოდ შეიარაღებულ ძალებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის სამხედრო კომპონენტზე, არამედ ვსაუბრობთ მთლიანად საზოგადოების, სახელმწიფოს, ქვეყნის მზაობაზე დაიცვას თავისი თავი. დღეს აქ კვალიფიციური საზოგადოებააა შეკრებილი, რომელსაც ამ საკითხებზე ვესაუბრებით იმისთვის, რომ როგორც გამოწვევების, ასევე მათ მიმართ პასუხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კითხვები და პასუხიები დასვას. შესაბამისად, საქართველოს დღევანდელი ამოცანაა შესაძლებლობათა ფანჯრისთვის მზადება. ამ კუთხით ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებსაც ანალოგიური გზა სულ რამდენიმე წლის თუ ათწლეულის წინ აქვს გავლილი",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სტრატეგიული დისკუსია გახსნა .
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)