19:28 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 15:47:00, 898 ნახვა

საზოგადოება
გელათში დაზიანებულ ფრესკებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გელათის სამონასტრო კომპლექსში წვიმის შედეგად ფრესკების დაზიანებასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა.

„დიდთოვლობისა და გადაუღებელი წვიმების შემდეგ, 11 დეკემბრის ღამეს, გელათის ტაძრის მკლავების გადახურვიდან, რომელიც საბჭოთა დროინდელი და მოძველებულია, წყალმა გაჟონა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სწრაფი რეაგირებით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორთა მიერ მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ტაძარში წყალი აღარ ჩაედინება.

"ამჟამად წყალი ტაძარში აღარ ჩაედინება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ, 13 დეკემბერს, საღამოს ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. წლების მანძილზე მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომლექსის ამ ნაწილის სრული რეაბილიტაცია პროექტით მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი გაზაფხულზე გაგრძელდება. მანამდე კი სააგენტოსა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამორჩეული პროექტია, რომელსაც UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მიერ მაღალი შეფასება აქვს მიღებული“, -აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics