08:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 18:39:15, 1308 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიუჯეტს, სადაც ხელისუფლების სოციალური ვალდებულებები პრიორიტეტად რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილს თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა წარმოდგენილ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს.

როგორც მან განმარტა, მხარს უჭერენ ბიუჯეტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მსხვილი პროექტების ინიცირება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წყარო უნდა იყოს, ბიუჯეტს, სადაც ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობა, ვალდებულებები მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება:

„უმრავლსობის სახელით მინდა ვთქვა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიუჯეტის ისეთ კონფიგურაციას, სადაც ხდება მეტი ინვესტირება ეკონომიკურად აქტიურ ნაწილებში. იმ ნაწილებში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირება და მისი უფრო ეფექტური ორიენტაცია შრომით ბაზართან მიმართებაში. ბიუჯეტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მსხვილი პროექტების ინიცირება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წყარო უნდა იყოს, და ბიუჯეტს, სადაც ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობა, ვალდებულებები რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, მოადგილეებს და სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც დღემდე ჩატარდა, სადაც სამინისტრო ყოველთვის წარმოდგენილი იყო არგუმენტებით“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიუჯეტის პროექტის მოკლე პრეზენტაციას წარადგენს, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროს გუნდთან ერთად, უმრავლესობის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics