08:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 19:10:10, 1874 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: ტურიზმში 30 მილიონის დახარჯვა უპასუხისმგებლობაა, დავაყენებთ კვირიკაშვილის პასუხიმგებლობის საკითხს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა, ეკონომიკური გუნდი და მათ მიერ წარდგენილი გეგმა "დამშვიდების" საფუძველს  არ აძლევს.

როგორც ინაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, 4 პუნქტიანია გეგმა რეალობას არის მოწყვეტილი.

„4 პუნქტიანი თუ რაღაცა გეგმები რაც გაგვიზიარეს, არის აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი“ - ამბობს ინაშვილი.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერისთვის გაუგებარია რატომ თვლის ხელისუფლება, რომ  ფასები არ იზრდება, როდესაც რელურად ფასები მატულობს და ისინი ამას ვერ ამჩნევენ, ხოლო ბიუჯეტში 30 მილიონი ტურიზმისთვის არის გათვალისწინებული, იმის მაგივრად, რომ უსახლ-კარო ადამიანებისთვის სახლები აშენდეს. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„ჩვენ ამ ვითარებაში ფუფუნების საშუალება გვაქვს, რომ 30 მილიონი ტურიზმის განვითარებაში დავხარჯოთ? ეს უპასუხისმგებლობაა  და ჩვენ ცხადია, ამ ვითარებაში დავაყენებთ მათ შორის კვირიკაშვილის პასუხიმგებლობის საკითხს“ - განაცხადა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics