15:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 21:35:27, 2216 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. 

ამ წუთებში აქციამ უკვე დიღომში სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორ აქტივისტს უკვე ხვდებიან ადვოკატები და ასევე ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე პროცესს.

ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს, ორი პირი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics