16:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 18:31:05, 1550 ნახვა

საზოგადოება
აგულაშვილი: რეინჯერმა გაფრთხილების შემდეგ, ბრაკონიერი დაჭრა, თუმცა მას მძიმე დაზიანება არ მიუღია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, საგურამოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მინისტრმა მედიას მომხდართან დაკავშირებით მისთვის არსებული ინფორმაცია გააცნო:

„ბრაკონიერებს ჩვენი რეინჯერები გადააწყდნენ, მათ შორის დაცული ტერიტორიის ხელმძღვანელი. ბრაკონიერებმა არ შეასრულეს ჩვენი რეინჯერების მოთხოვნა, შემდეგ იყო გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში ოთხჯერ, როგორც მე ვარ ინფორმირებული, ბრაკონიერმა ჩვენს თანამშრომელს ესროლა, ამის შემდეგ კი, რეინჯერმა ესროლა ერთ-ერთ ბრაკონიერს, რომელიც დაიჭრა, თუმცა ტყვიამ გაიარა რბილ ქსოვილებში და მას მძიმე დაზიანება არ მიუღია. დაჭრილი ბრაკონიერი და ჩვენი თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პროკურატურა საქმეს იძიებს და იმედია, ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული ექნება“, - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics