|
2016-12-09 14:28:59, 951 ნახვა
პოლიტიკა
თარგამაძე აფეთქების საქმეზე: პროკურატურა ცდილობს გამოძიება საკუთარი ინტერესების დაცვით წარმართოს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს მისი ავტომანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებმა არჩევნების შემდეგ ინტერესი დაკარგეს, - ამის შესახებ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, პროკურატურა მას საქმის დეტალებს არ აცნობს. „4 ოქტომბრის აფეთქების გამოძიებასთან დაკავირებით, შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების შემდგომ საგამოძიებო უწყებებმა ინტერესი დაკარგეს. ამიტომ, მე ჩემი ძალებით მიწევს ისინი ვაიძულო ჩაატარონ თითოეული ის საპროცესო მოქმედება, რომელიც მათი ვალდებულობაა.გამოძიების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ჩემი ძალისხმევით მივაღწიე იმას, რომ დაზარალებულად მცნეს, რაც პროკურატურას ავტომატურად უჩენს ვალდებულებას საქმის მასალები გამაცნონ, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს. საგამოძიებო უწყების ასეთი მიდგომა საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ პროკურატურა ცდილობს გამოძიება საკუთარი ინტერესების დაცვით წარმართოს, რათა შედეგიც თავიანთ ინტერესებს შეუსაბამონ. აღსანშნავია, რომ პოლიცია, რომელიც გამოძიებას აწარმოებს თავის მხრივ მზადაა მასალები გამაცნოს, თუმცა მათ პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ, რასაც ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ კითხვები არსებობს, პასუხები კი აგვიანებს", - განაცხადა თარგამაძემ. პოლიტიკოსმა ხელისუფლებას და კერძოდ პროკურატურას მიმართ თავიანთი მოვალეობა შეასრულონ და საქმის დეტალები გააცნონ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)