05:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:26:08, 1373 ნახვა

პოლიტიკა
კალაშნიკოვი: უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭება სატყუარაა

დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაძელბლობა "სატყუარაა". ამის შესახებ კალაშნიკოვმა "რია-ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კალაშნიკოვმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმი ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და მათ ყოფით პრობლემებს არ მოაგვარებს.

"ისინი მიანიჭებენ მათ უვიზო რეჟიმს, თუმცა მუშაობისა და სხვა უფლებების გარეშე. ეს არის სატყუარა, რომელიც არაფერს გადაწყვეტს იმ ხალხისთვის, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს და უნდა გადაიხადოს ბინის, განათლების და უკრაინაში ცხოვრების სხვა გადასახადები", - განაცხადა დეპუტატმა.

ლეონის კალაშნიკოვმა ასევე მოლდოვის მაგალითი გაიხსენა, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით უკვე სარგებლობს, თუმცა ბევრი ფარული პრობლემის წინაშე დგას.

"შეხედეთ მოლდოვას, მის გამოცდილებას. მათაც მიანიჭეს უვიზო რეჟიმის უფლება, თუმცა სახელმწიფოს ცხოვრება ამაში არ მდგომარეობს. გაუუქმებენ სავიზო რეჟიმს, მაგრამ ნუთუ ეს რამეს იძლევა? არა, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ უვიზო რეჟიმი ვიზიტორისთვისაა, რომლითაც უკვე სარგებლობს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, თუმცა რომელიც დასაქმების უფლებას არ იძლევა", - განაცხადა კალაშნიკოვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics